ნინო ბურჯანაძე - 25 წელია, ვიძახით, რომ რუსეთი ოკუპანტია და ერთი სანტიმეტრით უკან დაიხიეს?! - შეირყა მსოფლიო, ჩვენ კი იგივე ტერმინოლოგიით ვლაპარაკობთ, როგორც 10 წლის წინ
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს და დიალოგის აუცილებლობას ეხმაურება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, პარტიის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, საზოგადოებას, პოლიტიკოსებს, მედიას და ექსპერტებს მოუწოდებს პრობლემას სერიოზულად მიუდგნენ და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ანალიზი გააკეთონ.
„პოლიტიკა არ შედგება მხოლოდ იმისგან, რა მოგვწონს და რა არ მოგვწონს. თუ ადამიანს, სურს აკეთოს მხოლოდ ის, რაც მოსწონს, მაშინ პოლიტიკას უნდა დაანებოს თავი. ჩვენ, პოლიტიკოსებს შეიძლება მოგვიწიოს იმის გაკეთება, რაც სრულებით არ გვინდა, მაგრამ შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გიწევდეს არსებულ რეალობისთვის ანგარიშის გაწევა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

არსებულ ვითარებას ნინო ბურჯანაძე „ყინულის ომს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მსოფლიოში აბსოლუტურად სხვა ვითარებაა, ჩვენ კი იმავე ტერმინოლოგიით ვსაუბრობთ, როგორც 10 წლის წინ ვსაუბრობდით.

„შეირყა მსოფლიო, აბსოლუტურად სხვა ვითარებაა და ჩვენ ვლაპარაკობთ იმავე ტერმინოლოგიით, როგორც ვსაუბრობდით 10 წლის წინ. თითქოს არაფერი შეცვლილა მსოფლიოში, თითქოს არ არსებობს ის დაპირისპირება, რომელიც დღეს არის, თითქოს არ არის ის დაძაბულობა, რომელსაც ცივი ომი კი არა, ყინულის ომი ჰქვია უკვე. ლიდერი ქვეყნებს შორის დაპირისპირება, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს საქართველოზე.

ჩვენ კი დარჩენილები ვართ ცივი ომის ხანაში და ხომ ვხედავთ, რომ წინ ვერ მივდივართ, ხომ ვხედავთ, რომ იგივე პრობლემები გვაქვს, რაც 5 და 10 წლის წინ გვქონდა. 25 წელია, ვიძახით, რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ ამით მათ ერთი სანტიმეტრით უკან დაიხიეს?! არა! ესეიგი ელემენტარულია, გამოვიყენოთ სხვა წამალი, სხვა მეთოდი, როდესაც ქვეყანა დაავადებულია და ორი ღრმა ჭრილობა აქვს კონფლიქტების გამო. გამოვიყენოთ ის მეთოდები, რასაც მსოფლიო იყენებს ასეთ ვითარებაში. მაჩვენეთ დიალოგის ალტერნატივა, რუსებთან, მაგრამ ვერ მაჩვენებთ, რადგან დიალოგს არ აქვს ალტერნატივა“, - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30