„დემოკრატიული მოძრაობა“ - თუ დასავლეთი ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ეროვნული თვითშეგნებისა და ღირსების შეურაცყოფას მაშინ ჩვენ ასეთი დასავლეთის მხარდაჭერა არ გვინდა.
„დემოკრატიული მოძრაობა“ ყურადღებით აკვირდებოდა დღეს იმ სასამართლო პროცესს, რომელიც თბილისის მერიასა და შპს „აი ისა“-ს შორის მიმდინარეობდა.
„დემოკრატიული მოძრაობა“ სრულიად იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და აღშფოთებას გამოხატავს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არსებობს ადამიანთა ჯგუფი და არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისთვისაც ქვეყნის ისტორია, ტრადიციების დაცვა და ეროვნული ღირსების პატივისცემა არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს.

ამ ფაქტს არავითარი კავშირი არ აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ეს არ არის ცენზურა.
ძალიან სამწუხაროა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი დეგრადირებულია და ასევე დასანანია, რომ სწორედ ეს ნაწილი ფინანსდება დასავლედითან.
დასავლეთი აფინანსებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვისთვისაც ეროვნული ფასეულობები არაფერს წარმოადგენს. თუ დასავლეთის თვითმიზანს წარმოადგენს ის, რომ ებრძოლოს ეროვნულ იდეოლოგიასა და ქართველების ღირსებას, მაშინ ჩვენ ასეთი დასავლეთის მხარდაჭერა არ გვჭირდება. ამიტომ დასავლეთი უნდა კარგად დაფიქრდეს თუ ვის და რა ორგანიზაციებს გაუწევს დახმარებას, რომ მომავალში დააფინანსოს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დარჩება არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი, ვისაც დასავლეთის რეალურ ღირებულებებსა და ფასეულობებში ეჭვი არ შეეპარება.

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30