„დემოკრატიული მოძრაობა“ გილოცავთ ფაშისზმზე გამარჯვების დღეს.
„დემოკრატიული მოძრაობა“ მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილეს და სრულიად საქართველოს მოსახლეობას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - 9 მაისს.
ამ გამარჯვების მიღწევაში ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი წვლილი შეიტანა და მსხვერპლი გაიღო. ასიათასობით ჩვენი თანამემამულე იბრძოდა და მათგან სამას ათასზე მეტმა სიცოცხლე შესწირა, რათა საკუთარი სამშობლო და მსოფლიო ფაშისტური რეჟიმისგან გადაერჩინა.
9 მაისი მეორე მსოფლიო ომის თითოეული ვეტერანისათვის უდიდესი ზეიმია.
ჩვენ, „დემოკრატიული მოძრაობა“ ვაფასებთ თქვენს თავგანწირვას და უდიდეს ღვაწლს ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე, გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. გვჯერა, რომ ჩვენ ერთად სულ მალე ვიცხოვრებთ ისეთ ღირსეულ ქვეყანაში, როგორსაც უპირველესად თითოეული თქვენგანი იმსახურებს. ვიცხოვრებთ ისეთ საქართველოში, რომელშიც სამშობლოსთვის მებრძოლი, თავდადებული ადამიანების ღვაწლი სათანადოდ იქნება დაფასებული!

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30