ნინო ბურჯანაძე: „ივანიშვილს ისე შეეშინდა, ჰგონა კვირიკაშვილის შეცვლა უშველის“
„ქართული ოცნების“ და ივანიშვილის უხერხემლობის შედეგი კიდევ ერთხელ ვიხილეთ. საერთოდ არ არის საინტერესო იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვისაც დღეს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაასახელებს. პრობლემა არც კვირკაშვილში იყო, არც გახარიაშია და არც წულუკიანში. პრობლემა თავად ივანიშვილშია და კიდევ ერთხელ ნუ შეეცდება ხალხის მოტყუებას“. - აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე.
მისი განცხადებით, ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ სამთავრობო ცვლილებით არათუ ძალაუფლებას გაიხანგრძლივებს, პირიქით საკუთარი ძალაუფლების დასასრულს აწერს ხელს. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საპროტესტო ტალღა რომელიც დაწყებულია არც შეჩერდება, მანამ სანამ თავგასული ოლიგარქი არ შეეშვება ქვეყანას და ხალხს.
„ივანიშვილი 5 მილიარდს ფლობს. ბუნებრივია, 5 მილიარდის შოვნას სჭირდება ნიჭიც და მოხერხებულობაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას აქვს უფლება ქვეყნაც ისე ჩაიდოს ჯიბეში, როგორც ის 5 მილიარდი. ივანიშვილს პოლიტიკა, რომ არ ესმის ეს ბოლო მისმა გადაწყვეტილებამ ნათლად აჩვენა.
საზოგადოების პროტესტმა, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს ივანიშვილი ისე შეაშინა, გადაწყვიტა მთავრობა შეცვალოს და ამით გადაირჩინოს თავი. თუმცა მას ეს არ გამოუვა, ამ ხალხს უკვე ვერაფერი შეაჩერებს. ამდენ შეურაცჰხყოფას აღარ მოუთმენს და არ აპატიებს“. აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30