გუბაზ სანიკიძე: „ივანიშვილმა სქემა დაკარგა“
„ბიძინა ივანიშვილი როგორც ჩანს, მარცხენა ფეხით შემობრუნდა ქართულ პოლიტიკაში. ის შემოვიდა საკუთარ დანაღმულ ველზე და სქემა დაკარგა“. - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გუბაზ სანიკიძე.
გუბაზ სანიკიძის განცხადებიით, ბიძინა ივანიშვილმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როდესაც ღია პოლიტიკაში შემობრუნდა. კვირიკაშვილის გადაყენების საფუძვლად კი სანიკიძე მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა „ფინანსური გარჩევები“ იყო. თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილმა არ იცის რა არის პოლიტიკა და მრჩევლებიც მასზე არაკომპეტენტური ჰყავს. „პრემიერ-მინისტრის შეცვლა უფრო გააღრმავებს კრიზისს, დრო და ტექნიკის საკითხია“. - აცხადებს გუბაზ სანიკიძე.
„ამ კრიზისიდან „ქართული ოცნება“ ვერ გამოვა. მან წითელ ხაზს გადააბიჯა და პოლიტიკურ მოუსავლეთში მიდის. თეა წულუკიანი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. მას ვერ მოხსნის ივანიშვილი, ვერ გაუშვებს. თეა წულუკიანი არ არის მონა, სხვებისგან განსხვავებით.“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძე.
FaceBook Twitter Google