ნინო ბურჯანაძე - ბახტაძის გენიოსობის მიუხედავად, ორ კვირაში ეკონომიკურ ზრდას ვერ მივაღწევდით
არ ვიცი რამდენს ხანს გაგრძელდება ასე, მაგრამ საქართველო არის კურიოზების ქვეყანა, - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეკონომიკურ ზრდის შესახებ.

„რამდენიმე კვირის წინ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ თურმე კვლევებმა აჩვენა, რომ ქვეყანაში არის საშინელი ეკონომიკური კრიზისი და პრემიერი უნდა გადამდგარიყო და მიდის. ახალი პრემიერი ინიშნება და ორ კვირაში გვეუბნება, რომ წარმოუდგენელი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. თუ ასეთი ზრდა გვაქვს, მაშინ გიორგი კვირიკაშვილს და მის გუნდს რას ვერჩოდით?! ხომ ცხადია, რომ ბახტაძის გენიოსობის მიუხედავად ორ კვირაში ეკონომიკურ ზრდას ვერ მივაღწევდით“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ შეიძლება საქმე პროკურატურამდე მივიდეს. „მამუკა ბახტაძე თავს იწონებს, რომ სამთავრობო ხარჯები 3,9%-მდე ჩამოვა, რაც ყოველწლიურად 100-120 მილიონის ეკონომიას მოგვცემს. „ქართული ოცნება“ დღეს არ მოსულა ხელისუფლებაში და ბახტაძე არ არის პირველი პრემიერი. გამოდის, რომ 6 წლის განმავლობაში ყოველწლიურად „ქართული ოცნების“ მთავრობა აბსოლუტურად უყაირათოდ ხარჯავდა ხალხის ფულს და 620 მილიონი ლარი წაართვა მშიერ ხალხს. თუ ეს ასეა და როგორც ბახტაძე ამბობს ასეა, მაშინ სახელმწიფო ხარჯების უყაირათოდ და არამიზნობრივად განკარგვისათვის პროკურატურამ გამოიძიება უნდა დაიწყოს ყველა წინა პრემიერის თუ მთავრობის წინააღმდეგ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ“, - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძის კომენტარს „დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30