ვინც ჩუმად ხართ ხელისუფლებაში, მოგიბრუნდებათ “ნაციონალური მოძრაობა” და ღირსიც იქნებით – ნინო ბურჯანაძე
დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანანაძის თქმით, ადამიანები, რომლებიც მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გამო ჩუმად არიან, 2020 წელს მიიღებენ იმას, რომ ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდება. ამ საკითხზე მან “TV პირველი”-ს დღის ამბებში ჩართვისას განაცხადა.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მივმართავ პირდაპირ ხალხს. იმის მიხედავად, ვინ ეთანხმებით ბურჯანაძეს, ვინ არ ეთანხმებით, გადახედეთ ჩემ პროგნოზებს და რომელი იყო არასწორი? – ახლა გეუბნებით, თუ ასე გაჩუმებული, პირში წყალდაგუბებული იქნებით და ივანიშვილის მილიარდებით მონუსხული, 2020 წელს ხელისუფლებაში მოგიბრუნდებათ “ნაციონალური მოძრაობა” გიგა ბოკერიას მეთაურობით, ღირსიც იქნებით, იმ ხალხმა რა დააშავა, ვინც ამის ღირსი არ არის და ქვეყანა არის ცოდო, თორემ ვინც გაჩუმებულია ნამდვილად იქნებით ღირსი, რომ ბოკერიას მეთაურობით “ნაციონალური მოძრაობა” მოგევლინოთ ხელისუფლების უმრავლესობაში და აუცილებლად ასე მოხდება, თუ ჩვენ დროულად არ გამოვფხიზლდებით” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30