„დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საბერძნეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით.
„დემოკრატიული მოძრაობა“ მწუხარებას გამოთქვამს საბერძნეთში მომხდარ საზარელ ხანძართან დაკავშირებით, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ეს გახლავთ დიდი ტრაგედია მთელი ქვეყნისათვის, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა საბერძნეთს. „დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს ბერძენ ხალხს, გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ყველა დაშავებულს კი მალე გამოჯანმრთელებასა და სულის სიმხნევეს უსუსრვებს.
FaceBook Twitter Google