ნინო ბურჯანაძე - ჩვენი გმირების პატივსაცემად, არც ერთ ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯი წინ არ გადაუდგამს
8 აგვისტო, ერთი მხრივ, ტრაგედიაა არამხოლოდ დაღუპულთა ოჯახებისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის და არანაკლები ტრაგედიაა, რომ ამ ადამიანების წინაშე ჩვენ შერცხვენილები ვართ. ჩვენი გმირების პატივსაცემად, არც ერთ ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯი წინ არ გადაუდგამს, არაფერი გაუკეთებია არც საააკშვილის და არც ივანიშვილის ხელისუფლებას იმის გარდა, რომ ამ გმირების საფლავებზე გვირგვინები მოეტანა, - ეს განცხადება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მუხათგვერდის ძამათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც ოჯახის წევრებთან და თანაგუნდელებთან ერთად მივიდა.

ნინო ბურჯანაძემ 8 აგვისტოს ომის ტრაგედიაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„ომთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია არის ცნობილი. დიახ, სააკაშვილის ბრალია ომი და ამ ომის აცილება შესაძლებელი იყო, რომ არა სააკაშვილის ახირება. ის აცხადებდა - რუსებს აქვს ბევრი, მაგრამ დაჟანგული ტანკები, რუსები ვერ გაბედავენ ომში ჩართვას და ამერიკელები ჩვენ დაგვიცავენ. რომ არა ეს ახირება, ომი არ იქნებოდა. ამიტომ, ჩვენ თუ გვინდა, რომ პირველ რიგში აფხაზები და ოსები გვენდონ, შემდეგში კი სხვა პარტნიორები, უნდა ვთქვათ სიმართლე და დავსაჯოთ ის ადამიანები, ვინც ამ ომში არიან დამნაშავე“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234