ნინო ბურჯანაძე - 2008 წლის აგვისტოში შეშლილი სააკაშვილის ქმედებები ტრაგედიის მიზეზი გახდა, ამისთვის ის უნდა დაისაჯოს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში „სამხრეთ ოსეთის“ წინააღმდეგ ომის გაჩაღებისთვის უნდა დაისაჯოს, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების დალაგება, - ამის შესახებ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „2008 წლის აგვისტოში შეშლილი სააკაშვილის ქმედებები სახელმწიფო და ადამიანური ტრაგედიის მიზეზი გახდა“.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ის დამნაშავეა და ამისთვის უნდა დაისაჯოს. თუ ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების დალაგება გვსურს, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ნებისმიერი ასეთი პროვოკაცია და ტრაგიკული შეცდომა იქნება დასჯილი და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდება მშვიდობის ხიდების აღდგენა. ამიტომ ვითხოვდი, რომ საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ აღადგინოს სამართლიანობა და აღძრას საქმეები არა სააკაშვილის პიჯაკებზე, არამედ აგვისტოს ომზე“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, ომის დაწყების გადაწყვეტილებისკენ სააკაშვილს აშშ-მა უბიძგა.

„სააკაშვილი დარწმუნებული იყო, რომ აშშ, კერძოდ კი ჯორჯ ბუში ჰაერში გამანადგურებლებს აწევდა და რუსულ ჯარებს დაბომბავდა“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234