„დემოკრატიული მოძრაობა“ იტალიელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
იტალიაში, ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 41-მდე გაიზარდა.
14 აგვისტოს, გენუას მახლობლად, საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა, რომელზეც ჩქაროსნული ტრასა A10 გადიოდა. ინციდენტის დროს ხიდზე 30-მდე ავტომობილი იმყოფეფოდა. “დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს იტალიელ ხალხს,გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
FaceBook Twitter Google