„დემოკრატიული მოძრაობა“ მწუხარებას გამოთქვამს კოფი ანანის გარდაცვალების გამო.
შვეიცარიის ქალაქ ბერნის საავადმყოფოში 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი, კოფი ანანი. მან მთელი თავისი კარიერა გაეროს მიუძღვნა. 1997 წელს ის ორგანიზაციის პირველი შავკანიანი გენერალური მდივანი გახდა და ამ პოსტზე ორი ვადით იმსახურა, 2006 წლამდე. 2001 წელს ანანს და გაეროს ერთობლივად მიენიჭათ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია, "უკეთ ორგანიზებული და უფრო მშვიდობიანი მსოფლიოს მისაღწევად გაწეული სამუშაოსთვის".
„დემოკრატიული მოძრაობა“ მწუხარებას გამოთქვამს კოფი ანანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234