გიგლა ბარამიძე: "მერკელის ბრიფინგი- ეს იყო ქართული ოცნების სრული პოლიტიკური ფიასკო"
მერკელის ბრიფინგი- ეს იყო ქართული ოცნების სრული პოლიტიკური ფიასკო- ასე აფასებს "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" გენერალური მდივანი გერმანიის კანცლერის მიერ, საქართველოს პრემიერ მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს.
"პირველ რადიოსთან" საუბარში გიგლა ბარამიძე ამბობს, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება არც ნატოში და არც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის არაფერს აკეთებს. მისი თქმით, კანცლერის თბილისში ჩამოსვლა კარგია, მაგრამ არა ისტორიული. ბარამიძე მერკელის მიერ სიტყვა "ოკუპაციის" გამოუყენებლობასაც ეხება:

მერკელის ბრიფინგი- ეს იყო ქართული ოცნების , დღევანდელი სამარცხვინო ხელისუფლების ოფიციალური და სრული პოლიტიკური ფიასკო, კრახი უკვე საერთაშორისო დონეზე! ყველამ იხილა ის , რასაც მრავალი წელია ჩვენ ვამბობთ: ქართულ ოცნებას თითიც არა აქვს განძრეული ევროკავშირისა თუ ევროინტეგრაციის კუთხით. ნატოზე ხომ საუბარიც ზედმეტია. არ იყო ნახსენები არც ოკუპაცია, არც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზები, არც რუსეთის მიმართ პრინციპული პოზიციები, არც ის, თუ რატომ არ არის საქართველო საერთაშორისო პოლიტიკური მოლაპარაკებების სუბიექტი. მეტიც , გერმანიის კანცლერი დაკარგულ ტერიტორიებს ადმინისტრაციულ საზღვრად მოიხსენიებს , ასევე სადემილიტაციო საზღვრად... და ეს არა ჩვენს სტუმარს უნდა მოვთხოვოთ, არამედ ჩვენს უსახურ, უმაქნის, პირად გამდიდრებაზე გადაყოლილ ხელისუფლებას, რომელმაც ბოლო 6 წელია ქვეყანაზე ზრუნვის ნაცვლად 2 სტანდარტი დაამკვირა: პირველი- პირადი კეთილდღეობა და მეორე - მლიქვნელების შემოკრების ტრადიცია. სასაცილო და სამარცხვინო იყო ის კრიახი, ფაცაფუცი და ბაქა-ბუქი ჩვენი უქნარების ხელისუფლება რომ პირად დამსახურებად იწერდა გერმანიის კანცლერის ჩამოსვლას. მერკელის აღნიშნული გეგმიური ვიზიტი ამიერკავკასიაში კარგა ხანია დაგეგმილი იყო და ის აგვისტოს ომის ათწლეულის გამო არ დაგეგმილა. ის პუტინთან უმნიშვნელოვანესი ( გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2, სირია, ირანი, უკრაინა) საკითხების განხილვის შემდეგ , საქართველოდან მიემგზავრება სომხეთი, და შემდეგ აზერბაიჯანში( ისევ გაზსადენის ალტერნატიული პროექტის განსახილველად). რა თქმა უნდა ჩვენთვისაც კანცლერის თბილისში ჩამოსვლა კარგია, მაგრამ არა ისტორიული და გადამწყვეტი, როგორც ქართული ოცნება ცდილობს მოსახლეობას შემოაპაროს მორიგი ტყუილი." აცხადებს გიგლა ბარამიძე "პირველ რადიოსთან" საუბარში
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30