ნინო ბურჯანაძის საგანგებო განცხადება
ჩვენს ქვეყანას დასაკარგი დრო აღარ აქვს. საქართველოს სჭირდება რეალური ძალა და რეალური ბრძოლა. მე ვიცი, როგორ უნდა შევქმნა ძალა, რომელიც ქვეყნის გადასარჩენად იბრძოლებს. ძალა, რომელიც შეცვლის ქვეყანაში არსებულ რეალობას და მახინჯ სისტემას, თუმცა ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს იქნება საზოგადოების დაკვეთა და საზოგადეობას ექნება ასეთი ძალის მხარდაჭერის სურვილი.
ქვეყანაში დღევანდელი ხელისუფლების მიერ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი - პრეზიდენტის ინსტიტუტი გაუქმებულია. ეს დანაშაულია სახელმწიფოს წინააღმდეგ, ვინაიდან დღევანელი ქართული რეალობიდან გამომდინარე ქვეყნისათვის ამ ინსტიტუტის სიძლიერე ძალზედ მნიშვნელოვანი იყო.
სამწუხაროდ ამ ინსტიტუტის მიზანმიმართულ ნგრევაზე საზოგადოების პრაქტიკულად პროტესტი არ გამოუხატავს. საზოგადოებამ ვერ გააცნობიერა, რომ აღნიშნული, ქვეყანას ასუსტებდა და მხოლოდ ოლიგარქის ძალაუფლებას აძლიერებდა და ერთი კაცის ინტერესებს ემსახურებოდა.
დღეს, ქვეყნის გადარჩენას უმნიშვნელოვანესი სისტემური ცვლილებები სჭირდება, დასაკარგი დრო არ გვაქვს. ამ სისტემური ცვლილებების განხორციელება ქვეყნის საშინაო და საგარეო პრობლემებზე გავლენის მოხდენა პრეზიდენტს აღარ შეუძლია.
პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს არის მხოლოდ სიმბოლო და ემსახურება ერთი ადამიანის და მისი ახლობლების კომფორტულ გარემოში ცხოვრებას.
თუმცა, ამ სიმბოლურ საპრეზიდენტო არჩევნებზეც კი ოლიგარქმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ხალხმა საკუთარი არჩევანი ვერ დააფიქსიროს.
დღეს, ყველამ იცის, რომ არჩევნები უკვე გაყალბებულია. ყველამ იცის, რომ ყველა კომისია, ცესკოს ხელმძღვანელობით, სრული ადმინისტრაციული რესურსი და სახელმწიფო მოხელეთა უმეტესობა ივანიშვილის და არა ხალხის ინტერესებს ემსახურება.
საარჩევნო გარემო 2012 წელთან შედარებითაც კი გაუარესებულია და არჩევნებმა ქვეყანაში აზრი დაკარგა.
ყოველივე ზევით აღნიშნულმა საზოგადოებაში ჩამოაყალიბა ისეთი ნიჰილიზმი, რომ დღეს საზოგადოება მზად არ არის თავის უფლებებისა და არჩევანის დასაცავად იბრძოლოს, აქტიურად შეებრძოლოს ოლიგარქის ქმედებებს. ეს უნდა შეიცვალოს.
თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი: ჩუმად შეეგუოთ ფეოდალურ ქვეყანაში ცხოვრებას, თუ იბრძოლებთ ჩვენთან ერთად გაერთიანებულ, ღირსეულ ქვეყანაში საცხოვრებლად.
ეს ხელისუფლება დღევანდელი საარჩევნო სისტემით ვერ შეიცვლება.
იგი შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ დემოკრატიული საარჩევნო სისტემის შემოღებით ან საზოგადოებრივი ზეწოლით და პროტესტით.
მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვიბრძოლებ, რომ საზოგადოება გააქტიურდეს, მათ შორის ხმა ამოიღონ იმ ადამიანებმა ვის გაჭირვებასაც ხელისუფლება 20 და 50 ლარად აფასებს.
მე შევქმნი ძალას რომელიც არ დაუშვებს საპარლამენტო არჩევნების ასეთ გარემოში ჩატარებას!
რომელიც აიძულებს ხელისუფლებას ან შეჩვალოს საარჩევნო გარემო და ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები ან წავიდეს. დიახ! ჩვენ შევცვლით ამ ხელისუფლებას!
და ბოლოს მე ვიცი რომ ყველაზე მეტი თანამოაზრე და მხარდამჭერი მყავს თუმცა არ ვაპირებ ივანიშვილის ფარსში მონაწილეობის მიღებას და ჩემი თანამოაზრეების ჩართვას.
დღეიდან ვიწყებთ ბრძოლას საპარლამენტო არჩევნებისთვის და ხელისუფლებაში მოსვლისთვის, რათა შევცვალო ეს დამამცირებელი ოლიგარქიული მმართველობა და დავუბრუნო ჩემს ქვეყანას ღირსება და ნორმალური განვითარების პერსპექტივა.
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« სექტემბერი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30