ნინო ბურჯანაძე : 27 სექტემბერი უდიდესი ტრაგედიაა საქართველოს უახლოეს ისტორიაში
„მე ვფიქრობ სოხუმის დაცემის დღე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიაა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. შეიძლება ეს ტკივილი შემსუბუქდეს, მაშინ როდესაც ჩვენ ყველანი დავბრუნდებით აფხაზეთში და ის მიზანი, რისთვისაც იბრძოდნენ ახალგაზრდები, რომ ქვეყანა ერთიანი და მთლიანი ყოფილიყო შესრულდება. ეს არის ტრაგედია, როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისთვის და მე მინდა, ამ ტკივილმაც რაღაცნაირად გვიბიძგოს, რომ დავიწყოთ ერთმანეთთან საუბარი, დავიწყოთ შერიგების სერიოზული პროცესი და შევძლოთ თანაცხოვრება ერთიან საქართველოში. ეს არის ჩემი და დარწმუნებული ვარ თითოეული თქვენგანი ოცნება, მაგრამ მარტო ოცნება არ კმარა, ამისათვის ძალიან სერიოზული ნაბიჯებია გადასადგამი. მე შევეცდები ჩემს მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ საქართველო გამთლიანდეს.“
FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234