ნინო ბურჯანაძე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ელჩს შეხვდა.
„ ძალიან საინტერესო საუბარი შედგა ბატონ ელჩსა და ჩემს შორის, ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო გარემოს შესახებ. იმ პრობლემებზე, რომლებიც არა მარტო საარჩევნო კანონმდებლობაში, არამედ რეალურ ვითარებაშია. მე დეტალურად ვისაუბრე იმ ფარსის შესახებ,რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების სახით დღეს საქართველოში მიმდინარეობს,“-ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ელჩთან შეხვედრის შემდეგ.

ბურჯანაძის განცხადებით, ინტერესი ეუთოს მხრიდან არის ძალიან დიდი, რომ არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად. მათ აქვთ ბუნებრივია გარკვეული კითხვები, რადგან ეს კითხვები ბუნებრივად რეალობიდან გამომდინარეობს.

„ მე ელჩის მხრიდან მოვისმინე, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ დარღვევები არსებობის შემთხვევაში აუცილებლად დაფიქსირდეს. სურვილი საერთაშორისო თანამეგობრობას ნამდვილად აქვს იმისა, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში არჩევნები ნორმალურად ჩატარდეს. თუმცა, ჯერჯერობით ამის იმედი არ ჩანს,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„მივმართავ, საქართველოში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ პარტიებს, რომ არჩევნების შემდეგ ნებისმიერ ფასად მოვახერხოთ ერთი მაგიდის ირგვლივ დასხდომა, ვაიძულოთ ხელისუფლება საარჩევნო გარემო შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სრულიად ცხადი და ერთმნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში იქნება ძალიან სერიოზული გამოწვევა და ის დამთავრდება არასტაბილურობითა და რევოლუციით“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

FaceBook Twitter Google
კალენდარი
«« ოქტომბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234