" ქართული ოცნება... ჩამოყალიბდა კოლექტიურ ბოტასების ქურდათ...ასეთი კრიმინალების მხარდაჭერით კოკეტკობს სალომე ზურაბიშვილი?"
სკანდალურ ფარულ აუდიომასალას, რომელიც სავარაუდოდ გლდანის ციხეშია გაკეთებული და მირზა სუბელიანისა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი, "დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი გიგლა ბარამიძე ეხმაურება:
"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ქართული ოცნება( მცირე გამონაკლისის გარდა) იქცა და ჩამოყალიბდა კოლექტიურ ბოტასების ქურდათ, რომელშიც გაერთიანდნენ ჩარჩული, ვაჭრუკანული, სოვდაგრული ფსიქიკის კრიმინალისადმი მიდრეკილი არაპროფესიონალი , უვიცი მედროვენი, ჯიბის გასქელებაში რომ არიან გამეცადინებულნი. რამდენიმე დღის წინ, კი ჩემს ერთერთ გამოსვლაში ქართული ოცნება მაფიურ დაჯგუფებას შევადარე და რაც სამწუხაროდ დადასტურდა ოცნებასთან დაახლოებული სუბელიანის ჩანაწერში. ადამიანების მოტაცებები, წამება, განოძალვა, კორუფცია, შეიარაღებული ბანდები, ქურდებთან თანამშრომლობა, კორომპირებული მაღალჩინოსნები! ამით აპირებს ბიძინა ივანიშვილი ევროპის გაკვირვებას?! ასეთი კრიმინალების მხარდაჭერით კოკეტკობს სალომე ზურაბიშვილი?! გამოდით და გაეცით ქართულ საზოგადოებას პასუხი! სხვა შემთხვევაში თქვენ პირდაპირი თანამონაწილე ხდებით ამ აღმაშფოთებელი სიბინძურის. არა ქართული ოცნების ჭაობს, არა კრიმინალურ მართველობას, არა მაფიას , არა სახელმწიფოს ღალატს!" აცხადებს ბარამიძე.
FaceBook Twitter Google