„დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყირიმში დატრიალებული ტრაგედიის გამო.
„დემოკრატიული მოძრაობა“ მწუხარებას გამოთქვამს ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში მომხდარი საზარელი ტრაგედიის გამო.

სრულისა და აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ასევე 50-ს აჭარბებს ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა. მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
„დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას და სულის სიმხნევეს უსურვებს.

FaceBook Twitter Google