„პოლიტიკური კრეტინებით დააკომპლექტა ხელიუფლება, ეს არის ფარა... სად მოძებნა?“ - გუბაზ სანიკიძე ივანიშვილზე
პოლიტიკური კრეტინების კონკურსებს ატარებდა და კონკრუსში გამარჯვებულებით დააკომპლექტა ხელიუფლება. ეს არის ფარა, სად მოძებნა? - ეს განცხადება გუბაზ სანიკიძემ ტვ პირველის თოქშოუში „ხალხის პოლიტიკა“ გააკეთა.

გუბაზ სანიკიძემ ბიძინა ივანიშვილთან ბოლოს შეხვედრის საუბრები გაიხსენა და თქვა, რომ მან ივანიშვილი გააფრთხია და უთხრა, რომ ის მარტო დარჩებოდა თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამო. სანიკიძე ამბობს, რომ ივანიშვილის ბოლო ორი გამოსვლა ეთერში იმდენად კატასტროფა იყო, მესამედაც რომ გამოსულიყო, გრიგოლ ვაშაძე პირველივე ტურში მოიგებდა. „მისი ორი გამოსვლა ეს იყო კატასტროფა, კიდევ ერთი გამოსვლა რომ გაეკეთებინა, ვაშაძე ალბათ პირველ ტურში მოიგებდა, სახეზე გაბოროტებული კაცო, სოციოპათი, და როცა ადამიანი ამტკიცებს რომ ყველა დამნავეა მასთან და ისაა მართალი, ამას ჰქვია პარანოია“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
FaceBook Twitter Google