ნინო ბურჯანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა
დღეს, ნინო ბურჯანაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლებს შეხვდა. შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ . მან ევროპელ სტუმრებს გააცნო პარტიის სამოქმედო გეგმები და მიზნები, რომელიც ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებებისკენაა მიმართული. საუბრის დროს ხაზი გაესვა ხელისუფლების მიერ 6 წლის განმავლობაში განხორციელებულ არასწორ და უსამართლო პოლიტიკას.
ნინო ბურჯანაძემ სტუმრებს გააცნო მისი და „დემოკრატიული მოძრაობის ინიციატივა, რომელიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშნავნას და მის სამართლიან გარემოში ჩატარებას გულისხმობს. ამისათვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ მოხდეს საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანა,რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წარომადგენლებმა ყურადღებითა და ინტერესით მოისმინეს ნინო ბურჯანაძის ინიციატივა.

FaceBook Twitter Google