ნინო ბურჯანაძე: "კმაყოფილი ვარ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის და ჩვენი მოთხოვნები ემთხვევა ერთმანეთს"
ამ შემთხვევაში კმაყოფილი ვარ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა და ჩვენი მოთხოვნები ემთხვევა ერთმანეთს - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში.
“გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა ნამდვილად ემთხვევა იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს. ეს მოთხოვნები თავის დროზე ჰქონდა „ქართულ ოცნებასაც“, ვიდრე ეს პარტია ხელისუფლებაში მოვიდოდა. მაშინ კატეგორიულად აცხადებდა „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერი, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი არ შეცვლიდა საარჩევნო გარემოს და ამ საარჩევნო კოდექსით ჩაატარებდა არჩევნებს, ის ვერ ჩაითვლებოდა თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებად. თუმცა „ქართული ოცნება“ უკვე 6 წელია ხელისუფლებაშია, მათ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე ეს დაპირებები დაავიწყდათ და უკვე მერამდენე არჩევნებს ატარებენ იგივე საარჩევნო კოდექსით და მაჟორიტარული სისტემით. ყველა არჩევნების წინ ოპოზიცია მუშაობდა იმაზე, რომ ცვლილებები მომხდარიყო, ჩვენც, ინტერპარტიული ჯგუფის ფორმატში მივმართეთ ოპოზიციურ პარტიებს, რომ ხელისუფლებისთვის მოგვეთხოვა, დაენახებინათ ხალხისთვის კეთილი ნება, რომ გაიგო ხელისუფლებამ, რომ რაღაც უნდა შეცვლილიყო სისტემაში, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ამაზე არანაირი რეაქცია არ ყოფილა. მე ამ შემთხვევაში კმაყოფილი ვარ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა და ჩვენი მოთხოვნები ემთხვევა ერთმანეთს, რადგან ფაქტია, რომ ძალაა. მომწონს მე ეს თუ არა - მეორე საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ ძალაა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google