ნინო ბურჯანაძე: „ყველას მინუს ერთი“ – ეს არის იძულებითი ფორმულა.
„ბიძინა ივანიშვილი ძალიან შეეცედა შუა გაეკრიფა, ამით პოლიტიკური სპექტრისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანა და ქვეყანა ერთი პირის საწარმოდ ექცია. მიუხედავად ამისა, არსებობს პოლიტიკური ლოგიკა და ივანიშვილმა მაინც ვერ შეძლო ბოლომდე გაენადგურებინა პოლიტიკური სპექტრი. “- აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე. ის იხსენებს, რომ ფორმულა „ყველას მინუს ერთი“ 90-იან წლებშიც მუშაობდა. ბურჯანაძის განმარტებით, ასეთი ფორმულა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული არსებობს, მიზეზად კი ყველა იმ ხელისუფლებას ასახელებს, რომელიც აქამდე მართავდა ქვეყანას.
„თუ საარჩევნო სისტემა შეიცვალა ჩვენ მივიღებთ მრავალ პარტიულ პარლამენტს. არცერთ პოლიტიკურ ძალას, არც „ქართულ ოცნებას“, არც „ნაციონალურ მოძრაობას“, არც მე და არც სხვას არ ექნება აბსოლუტურიური უმრავლესობა პარლამენტში.
დიახ, უნდა იყოს მრავალ პარტიული პარლამენტი, უნდა იყოს იდეათა ჭიდილი და უნდა გაიმარჯოს სიმართლემ, სწორმა, ჯანსაღმა აზრმა და არა ივანიშვილის ფულმა ან ვინმეს მაგიდაზე ხელის დარტყმამ. აუცილებლად უნდა მივიღოთ კოალიციური მთავრობა“.
ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას ერთად თავმოყრილი არ აქვს იმდენი ინტელექტუალური რესურსი, რომ სრულიად მინისტრთა კაბინეტი და მთავრობა მხოლოდ ერთი პარტიის წევრებისგან დაკომპლექტდეს. ნინო ბურჯანაძის განმარტებით, მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საარჩევნო სისტემის შეცვლაა და არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
„პირადად ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის და გნებავთ პოლიტიკოსისთვის, პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს საპარლამენტო არჩევნები 1019-ში ჩატარდება თუ 2020-ში, მაგრამ ძალზედ აუცილებელია ქვეყანამ დაიწყოს ახალი მოძრაობა, ქვეყანამ დაიწყოს ახალი ტიპის ცხოვრება, ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა დროს კარგავს. ამიტომ, რა თქმა უნდა უმჯობესია საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 2019 წელს.“ - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

FaceBook Twitter Google