გიორგი ახვლედიანი: „მიწა არის ქვეყნის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი რესურსი“.
„ხელისუფლებამ უკვე მერამდენედ დაუშვა ქართული მიწის უცხოელებზე მიყიდვის შესაძლებლობა, რასაც „დემოკრატიული მოძრაობა“ , ბუნებრივია აპროტესტებს. მხოლოდ ჩვენი ხელისუფლებისთვისაა ქართული მიწა, რიგითი პროდუქტი.“ -აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ახვლედიანი.
„საკონსტიტუციო სასამართლომ დღევანდელი ხელისუფლების დავალებით, ზუსტად ისე გააუქმა მორატორიუმი , როგორც 2012 წელს სააკაშვილის დავალებით დაუშვა მიწების გასხვისება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ჩვენმა ხელისუფლებამ, როგორც ჩანს არ იცის ან არ აინტერესებს, რომ ამ თემაზე წითელი ხაზი გადის ქვეყნის ინტერესების დაცვასა და ამ ინტერესების ღალატს შორის, ეროვნულობასა და მანქურთობას შორის. ყველა დიდი და მითუმეტეს პატარა ქვეყნები კრძალავენ უცხოელ მოქალაქეზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვას ან მინიმუმ მკაცრად ზღუდავს მას, რადგან მიიჩნევს, რომ მიწა არის ქვეყნის უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი რესურსი.
„დემოკრატიული მოძრაობა“ კატეგორიულად მოითხოვს, ხელისუფლებისგან შეჩერდეს საჯარო რეესტრის მიერ უცხოელებზე მიწის მიყიდვა და უმკაცრესი რეგულაციებით აიკრძალოს ყველანაირი სტატუსი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის გასხვისება. “ ნათქვამია გიორგი ახვლედიანის განცხადებაში.
FaceBook Twitter Google