მამუკა აჩბა – სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციური და არაეთიკურია
ახალი პრეზიდენტი უკვე დგამს არაკონსტიტუციურ ნაბიჯებს. კანონპროექტის ინიცირება, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულთა სტატუსის შეცვლას ითვალისწინებს, პირდაპირ ნიშნავს ახლადარჩეული პრეზიდენტს ხელ-ფეხი გაუხსნას არასასურველი თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნაზე, - ამის შესახებ „დემოკრატიული მიძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა მამუკა აჩბამ განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ისედაც საეჭვო ვითარებაში მოხდა და ამ ეჭვის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილი არ ცდილობს არაფრის გამოსწორებას.

„სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება არამარტო არაკონსტიტუციურია, არამედ არაეთიკურიც. თუკი ადმინისტრაციის თანამშრომლები „არაპროფესიონალები“ იყვნენ, მაშინ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს რატომ იყო გაჩუმებული, რატომ არ იღებდა ხმას მმართველი პარტია? ეს ნაბიჯი არის გადადგმული მხოლოდ იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ ზურაბიშვილის ახირება. მის გაპრეზიდენტებაში შეტანილი წვლილი დაუფასოს ადამიანებს და დაასაქმოს ისინი ექვსი წლით,“ - განაცხადა „დემოკრატიული მორაობის“ წევრმა მამუკა აჩბამ.
FaceBook Twitter Google