„დემოკრატიული მოძრაობა“ და პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, მანანა სალუქვაძის მამის მინდია სალუქვაძის გარდაცვალების გამო.
,,ბატონი მინდია გახლდათ უაღრესად კეთილშობილი მამა, მეუღლე და მეგობარი. ამასთანავე საკუთარი საქმისა და პროფესიის უზადო მცოდნე და პროფესიონალი. სწორედ მისი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის, ოჯახისა და პროფესიის მიმართ შეიძლება ჩაითვალოს პატრიოტიზმის უმაღლეს საფეხურად.

ნამდვილად გულდასაწყვეტია, რომ მინდია სალუქვაძე აღარ იქნება ჩვენს რიგებში. ის იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა ჩვენი და ჩვენი თანაგუნდელების გვერდით, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით მის მხარდაჭერას.
ბატონი მინდია, გახლდათ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი.
„დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს მინდია სალუქვაძის ოჯახსა და ახლობლებს და მათ სულიერ მხნეობასა, განსაცდელის დაძლევას უსურვებს". - ნათქვამია ,,დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებაში.

პანაშვიდები : 28 და 29 დეკემბერი
მისამართი : კარტოზიას 5 ( ყოფილი საბურთალოს ქ. N61) III სართული
გამოსვენება : 30 დეკემბერს 3 საათზე ამაღლების ეკლესიიდან ( საბურთალოს სასაფლაოს მთავარ შესასვლელთან)
დაკრძალვა : საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
FaceBook Twitter Google