ნინო ბურჯანაძე: „ქართველი ხალხი ყოველთვის იდგა და იდგება ებრაელი ხალხის გვერდით“
28 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა საერთაშორისო დღეა.
„დემოკრატიული მოძრაობა“ იზიარებს იმ დიდ ტკივილს, რომელიც ებრაელ ხალხს ფაშიზმის შედეგად თავს დაატყდა.
ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ქართველებს ებრაელებთან თანაცხოვრების 26 საუკუნოვანი გამოცდილება გვაქვს და ამ პერიოდის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ანტისემიტიზმის ერთი ფაქტიც კი.
75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ოსვენცინი განთავისუფლდა ფაშიზმის სასტიკი რეჟიმისაგან, რაშიც ძალიან დიდი წვლილი ქართველებსაც მიგვიღვის. ეს არის ტრაგედია, რომელიც არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს და არასდროს არ უნდა განმეორდეს.
ქართველი ხალხი ყოველთვის იდგა და იდგება ებრაელი ხალხის გვერდით და ჩვენი ერების მეგობრობა კიდევ მრავალ საუკუნეს გასტანს.

FaceBook Twitter Google