გუბაზ სანიკიძე - თუ საჭიროება გაჩნდება სააკაშვილსაც შევხვდები და ივანიშვილსაც, ამ უკანასკნელთან შეხვედრის თემა იქნება, როგორ წავა ის ხელისუფლებიდან
სააკაშვილს არ შევხვედრივარ, მხოლოდ იმიტომ, რომ საჭიროებას ვერ ვხედავ, - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, უსამართლო ბრალდებები გაისმის მისი მისამართით, როდესაც „მიშისტობას" აბრალებენ და სოციალურ ქსელში ავრცელებენ თითქოს სააკაშვილმა ფული გადაუხადა.

„რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ" ცეკას დადგენილება მიიღო, ანუ ვინც ხელისუფლებას გააკრიტიკებს, ყველა ჩაითვლებით „მიშისტად". ივანიშვილი 7 წელია ნერგავს "მიშა ფობიას". ბომბარდირება მიდის ჩემი, რომ მიშისტი ვარ, რომ სააკაშვილმა გადამიხადა ფული. არ შევხვედრივარ სააკაშვილს, იმიტომ კი არა, რომ ვთაკილობ, მხოლოდ იმიტომ, რომ ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. თუ პოლიტიკური საჭიროება გაჩნდება, მე სააკაშვილსაც შევხვდები და ივანიშვილსაც. ამ უკანასკნელთან შეხვედრის თემა იქნება ერთადერთი, თუ როგორ წავა ის ხელისუფლებიდან. რაც შეეხება სააკაშვილს, თუ ის ასე გააგრძელებს, დარჩება მარტო, ის უშვებს შეცდომებს და ამით მხოლოდ თვითონ ზარალდება, ქვეყანა და ხალხი არა", - აცხადებს გუბაზ სანიკიძე, რომლის კომენტარსაც „დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.
FaceBook Twitter Google