“ტოტალური ღალატია ჩაფიქრებული “ქართული ოცნების” მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით”
ის, რაც ჯერ კიდევ ერთპარტიული მმართველობის _ კომუნისტების დროს ვერ მოხერხდა და არც უნდოდათ, ის, რაც შევარდნაძის დროს არ მოხერხდა და არც უნდოდა, ის, რაც სააკაშვილს უნდოდა და ვერ გაბედა, სამწუხაროდ, რაც არ უნდა ვთქვათ, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა – ასე აფასებს “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე საპატრიარქოს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას. ბარამიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ეკლესიისთვის საშიშროება აეცილებინა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი მხოლოდ “მოპარული მილიონების” შენარჩუნებას ცდილობს:

“…კარავიც დაიდგა, ეკლესიის მტრებიც თავისუფლად ლაპარაკობენ, უწმინდესსაც ლანძღავენ, ზურგში მახვილის ჩაცემის მცდელობა არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის… პარლამენტის უმრავლესობავ, სირცხვილია, თითს თითზე რომ არ აკარებთ, შეიძლება პირიქით, ქართული ეკლესიის წინააღმდეგაც მოქმედებთ, არ ვიცი, ახლა კონკრეტულად ხელს ვერ ვადებ, მაგრამ ზოგადი ადამიანური ინტუიციები მაქვს… ამავე დროს, ყოველ დღესასწაულებზე დაიჭერთ სანთლებს და დგახართ პატრიარქთან სამების ტაძარში, თითქოს დიდი მორწმუნეები იყოთ. არადა, არაფერს აკეთებთ, რომ ეკლესიისთვის ეს საშიშროება აგეცილებინათ! ვერც გააკეთებენ იმიტომ, რომ მხოლოდ მდგომარეობა და მოპარული მილიონების შენარჩუნებაზე ფიქრობენ; მილიონერები არიან დეპუტატები, მილიონერები არიან მინისტრები, დეპარტამენტის თავმჯდომარეები, მოადგილეები, აგერ მოსამართლეები, რა დღეში არიან ეს პირსისხლიანი გიენები, რომლებიც ისე გათავხედნენ, რომ საუბარია _ მივცეთ თუ არა მუდმივად სასამართლოს მოსამართლის სტატუსი… არადა, ჩვენ გვყავს ისეთი მოსამართლეები, რომლებიც ციხეში უნდა ჩაყარო, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით და სრული კონფისკაცია გაუკეთო იმ ქონებას, რომელიც ჩვენი ხალხის ტანჯვისა და წამების ხარჯზე დააგროვეს, მაგრამ აბა, ინძრევა დღევანდელი ხელისუფლება?! გატრუნულია! იმიტომ არის გატრუნული, რომ “ქართულ ოცნებაში” არის უდიდესი ღალატი მისი დამფუძნებლის მიმართ, ტოტალური ღალატია ჩაფიქრებული “ქართული ოცნების” მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით! ამას ვამბობ პირველად და ყველაფერს აკეთებენ, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად წავიდნენ… თვითონ გაძღნენ, გასუქდნენ, მეტის მოპარვა უკვე აღარ წარმოუდგენიათ და ახლა უნდათ ლამაზად ჩამოსცილდნენ იმ ჭაობს, რაც თვითონ შექმნეს და უნდათ, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს შეაწმინდონ.” განაცხადა ბარამიძემ “ალიასთან” ინტერვიუში
FaceBook Twitter Google