გუბაზ სანიკიძე: „რა ოკუპაცია, გედევან ფოფხაძის პარტიიდან წასვლა უფრო აინტერესებთ, ვიდრე ის, როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი.“
„დღეს ხელისუფლებამ ვალი მოიხადა და ტაბელი გაადტრიალა ტაბახმელაში. დღვანდელი ვითარება ძალიან ჰგავს მაშინდელ ვითარებას. ეროვნული ამოცანა მაშინაც და დღესაც მინიმუმზეა დაყვანილი. მაშინაც, როდესაც საბჭოთა ჯარი შემოვიდა, მხოლოდ ახალგაზრდების ნაწილმა შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა, დანარჩენი საზოგადოება მაყურებლის როლში იყო. იგივეა ახლაც, არ გვინდა ოკუპაცია, ვდარდობთ მაგრამ ზერელედ“. - აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე.
მისი თქმით, ეროვნული იდეალები გადადის პერსონებზე და არა მთლიანად ხალხზე და მიაჩნია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დღეს ნაკლებად აქტუალურია.
„საზოგადოებასაც, მედიასაც და ხელისუფლებასაც არ აინტერესებთ დაკარგული ტერიტორიები. აღარავინ მუშაობს ამ მიმართულებით ისე, რომ მტერმაც და მოყვარემაც გაიგოს, რომ ქართველებისთვის ნომერ პირველი პრობლემა დაკარგული ტერიტორიები და გაერთიანებაა. რა ოკუპაცია? გედევან ფოფხაძის პარტიიდან წასვლა უფრო აინტერესებთ, ვიდრე ის როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი. დავკარგეთ იმედი, ბრძოლის უნარი. ალბათ ამიტომ ჰგავს ჩვენი დღვანდელი ვითარება მაშინდელი 25 თებერვლის ვითარებას. ოღონდ ხელისუფლებებს შორის მაინც არის ერთი სხვაობა - სოციალ-დემოკრატები პატიოსანი ხალხი მაინც იყო, ქვეყანას არ ძარცვავდა, ისე როგორც ამას აკეთებს დღვანდელი ხელისუფლება. ეს ხელისუფლება გამოქვაბულიდან გამოსულს ჰგავს.
ჩვენ ვართ ეროვნული გადაღლის ეპოქაში.“ აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე.

FaceBook Twitter Google