გიგლა ბარამიძე: „ჩვენ გვყავს ხალხი რომელსაც ჯერა ჩვენი და გვენდობა“
ჩვენ ვართ იქ სადაც ვიყავით.მარჯვნივ და მარცხნივ ქაღის ქროლვის მიხედვით არ ვიცვლებით. „დემოკრატიული მოძრაობა“ შექმნის დღიდანვე იყო დამოუკიდებელი, ეს იყო და არის პარტია რომელიც ეროვნულ ინტერესებზე დგას, გააჩნია თავი ეროვნული ღირებულებები და არასოდეს არავის არც მივკედლებულვართ და არც მომავალში ვაპირებთ მიკედლებას.“ - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ.
ბარამიძის განმარტებით 20 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება მოხდა მხოლოდ ერთ საკითხზე, რასაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჰქვია. სხვა დანარჩენ საკითხებზე პარტიების გაერთიანებას გიგლა ბარამიძე ამ ეტაპზე გამორიცხავს.
„საზოგადოებისგან დამალულად და ამომრჩევლისგან ფარულად ნინო ბურჯანაძეს და მის პარტიას, არასოდეს არავისთან მოლაპარაკებები და შეთანხმებები არ გაუმართავს, ისეთი როგორსაც დღეს ჩვენ ვხედავთ გნებავთ „ოცნებისგან“ და გნებავთ „ნაციონალური მოძრაობისგან“ თუ მის ტყუპისცალ „ევროპულ საქართველოსგან“.
როგორც პარტიის პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე აცხადებს, „დემოკრატიული მოძრაობა“ გეგმავს უახლოეს პერიოდში ყრილობის ჩატარებას და იწყებს იმ სტრუქტურების გააქტიურებას, რომელიც მნიშვნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
,,ჩვენი მომხრეების უმეტესობა არასოდეს არ ყოფილა ჩვენთან ფულის გამო, რადგან ბევრი ფული ჩვენს პარტიას არასოდეს არ ჰქონია. კიდეც რომ გვქონოდა, მაინც არ დავხარჯავდით ადამიანების მოყვანის გამო ფულს, რადგან ვიღაცა ყოველთვის გამოჩნდება ვინც მეტს გადაუხდის და იქით წავა. ჩვენ გვყავს საკმაოდ კარგი ადამიანები, რომელიც მხარდაჭერას გვიცხადებენ, რომლებიც ჩვენთან ერთად იბრძოლებენ, რათა აღარ გვქონდეს ქვეყანაში მურისიძის და ჩინჩალაძის სასამართლო, აღარ ისხდნენ პარლამენტში ისეთი მაჟორიტარები, რომლებიც არჩევნებიდან არჩევნებამდე თავიანთ რაიონში არ მიდიან ხალხთან სასაუბროდ, იბრძოლებენ იმისთვის რომ არც რუსის ჯარისკაცი იდგეს ჩვენს მიწაზე და არც ამერიკის, ჩვენ გვყავს ხალხი რომელსაც ჯერა ჩვენი და გვენდობა. აქედან გამომდინარე, დამერწმუნეთ რომ ნინო ბურჯანაძე და მისი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ღირსეულად წარსდგება.“ - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
FaceBook Twitter Google