„დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო.
ბატონი გიორგი იყო მეტი ვიდრე უბრალოდ რეჟისორი და სცენარისტი. მან შეძლო და შექმნა მთელი ეპოქა კინემატოგრაფიაში. მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ ისე ახლოს მიიტანონ ფილმი მაყურებელთან, გახადონ ისეთი მშობლიური და საყვარელი, როგორც ამას გიორგი დანელია აკეთებდა. მისი შედევრების სიყვარული ყველა თაობის წარმომადგენელს აერთიანებს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მის გენიალურობაზე.
გიორგი დანელიას გარდაცვალება უდიდესი ტკივილი და დანაკლისია არა მარტო საქართველოსთვის.
„დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს ბატონი გიორგის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და ყველა მის შემოქმედებაზე შეყვარებულ ადამიანს.
FaceBook Twitter Google