„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრებმა 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს
პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გიგლა ბარამიძემ განაცხადა, 9 აპრილი არ უნდა გვახსოვდეს მხოლოდ აპრილის დღეებში, რადგან 30 წლის წინანდელი პრობლემები როგორებიცაა: დაკარგული ტერიტორიები და ქვეყნის გაერთიანება, დღესაც არსებობს.

„30 წელი გავიდა და სამწუხაროდ, ბევრი მიმართულებით ისევ დილემის წინაშე ვდგავართ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე იყო 9 აპრილი თავისი მასშტაბურობით და თავისი შედეგებით. ეს არის ძალიან ტრაგიკული დღე, იმიტომ, რომ დაიღვარა სისხლი და ჩვენი საოცარი, ნიჭიერი ახალგაზრდების ნაწილი შეეწირა ამ იდეას. მეორე მხრივ, არის სიმბოლური დღე გამარჯვების და წარმატების. 30 წლის თავზე ჩვენ ისევ გაერთიანების და ტერიტორიების დაბრუნების პრობლემა გვაქვს და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.
FaceBook Twitter Google