„არაადამიანური ყოფის გამო ევროპაში იძულებით გადახვეწილ ჩვენს მოქალაქეებს შვება სჭირდებათ“
„სად არის საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილი, სად ხარ ჯერ კიდევ საფრანგეთის მოქალაქევ და ქვეყნის პრეზიდენტო ზურაბიშვილო, არჩევნების წინ რომ გვიმტკიცებდით მე ემიგრანტების პრეზიდენტი ვიქნებიო. სად იმალებით საკუთარი ჩრდილისგან დამფრთხალო საგარეო საქმეთა მინისტრო ზალკალიანო?“ - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების მძიმე ცხოვრებას ასახავდა.

გიგლა ბარამიძე ხელისუფლებას და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, საფრანგეთში საქართველოს წარმომადგენლობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ რეაგირებისაკენ.

„ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის სირცხვილი და თავის მოჭრა. მაშინ, როდესაც ევროპაში საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს ემიგრანტებს თუნდაც არალეგალებს ძალის გამოყენებით აწიოკებენ, „ქართული ოცნება“ - ეს წუპაკმაისტერების სექტა, დუმს. უფრომეტიც, თავიანთი ევროპული ვოიიაჟებს პერიოდში ადგილობრივ ხელისუფლებას არწმუნებენ, რომ ჩვენი მოქალაქეები გამოყარონ ევროპის ქვეყნებიდან. ამ ფონზე სრული ცინიზმია ის განცხადება, რომელიც „ქართული ოცნების“ სამარცხვინო ხელისუფლებამ გაკეთა, თითქოს ისინი მოამზადებენ ჩვენს მოაქალეებს და გაისტუმრებენ ევროპაში სამუშაოდ.

აბა თქვენ იცით, დაცალეთ საქართველო ქართველებისგან და გაახარეთ მტერი. მე მოვუწოდებ, საქართველოს ხელისუფლებას, საფრანგეთში ჩვენს წარმომადგენლობას და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუყოვნებლივი რეაგირებისაკენ. საქართველოდან გაუსაძლისი არაადამიანური ყოფის გამო აყრილ და ევროპაში იძულებით გადახვეწილ ჩვენს მოქალაქეებს თუნდაც არალეგალებს შვება სჭირდებათ“, - აცხადებს გიგლა ბარამიძე.
FaceBook Twitter Google