კარგი იქნება ხელისუფლებამ ჭკუა ხალხს ჰკითხოს, მით უმეტეს, როდესაც ეს უკანასკნელი თავად არ გააჩნია
„ის, რომ ასეთი სახით ჰესების ტოტალური მშებებლობა მთლიანად სპობს ეკოსისტემას, ამაზე უკვე აღარაფერს ვამბობთ. აქ უკვე მთავარი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სრული არაადექვატურობაა!“- ასეთი კომენტარი გაკეთდა „დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისში პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
როგორც პარტიაში აღინიშნა, ხელისუფლება ურთიერთგამომირცხავ მოქმედებებს სჩადის. თუ ქვეყანაში არის ადგილობრივი თვითმართველობა, მაშინ რეგიონის აზრს ( აშკარად უარყოფითს) რატომ არ ითვალისწინებს მმართველი ელიტა. .
„ჯერ სპეცნაზს უშვებთ და მერე გახსენდებათ მოლაპარაკები?! . რატომ ახდენს ხელისუფლება სპეცნაზის სრულ დეკვალიფიკაციას, როდესაც უკვე მერამდენე შემთხვევაა( სვანეთი, პანკისი...) შეყვანილი სპეცნაზი მოსახლეობამ კუდამოძუებული უკან გამოისტუმრა?! ან რატომ უპირისპირებთ მოქალაქეებსა და სპეცდანიშნულების რაზმელებს ერთმანეთს?! . რატომ არ ითვალისწინებს მშიშარა ხელისუფლება სენსიტიური რეგიონების სპეციფიკას?! როდემდე უნდა ლობირებდეს ხელისუფლება ცალკეულ კარის ბიზნესმენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ?! . და ბოლოს ისევ მთავარზე: ხელისუფლებავ! საკუთარ ხალხს სპეცნაზის გაგზავნის ნაცვლად, უნდა დაელაპარაკო და თუ საჭიროა ჭკუაც ჰკითხო, მით უმეტეს, როდესაც ეს უკანასკნელი, თავად არ გაგაჩნია.“
FaceBook Twitter Google