ნინო ბურჯანაძე ესტონეთის ელჩს კაი კაარესონს შეხვდა
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შეხვედრებს აგრძელებს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ელჩებთან. ამჯერად, პარტიის ლიდერი ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კაი კაარესონს შეხვდა.

„ელჩებთან შეხვედრის ჩემი მთავარი მიზანია, დეტალურად გავაცნო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესები და ასევე გავაცანო ჩემი და ჩემი გუნდის სამომავლო გეგმები. ესტონეთის ელჩთან საუბრისას დავაკონკრეტე, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ იბრძოლებს ხელისუფლებაში მოვიდეს იმისთვის, რომ მოაგვაროს ყველა ის ეკონომიკური სოციალური პრობლემა, რაც დღეს ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. ასევე ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი და როგორ გავაღრმავებთ ესტონეთის რესპულიკასთან ურთიერთობას. ელჩთან საუბარში ყურადღება გავამახვილე არაჯანსაღ საარჩევნო სისტემაზე, რაზეც ელჩმა განაცხადა, რომ ის დიდი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ხაზი გაუსვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიის ხარისხის ამაღლება საქართველოში და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

FaceBook Twitter Google