ნინო ბურჯანაძემ IRI-სთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ისაუბრა
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს ოფისის დირექტორს ჯონ დიპიროს შეხვდა.

როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, საუბარი ეხებოდა პოლიტიკური პარტიებისთვის თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ინსტიტუტების მხარდაჭერა, იმისთვის რომ ქვეყანას ჰქონდეს ჯანსაღი საარჩევნო გარემო. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს საერთაშორიო ინსტიტუტმა გაუზიარა მოსაზრება, რომ „დემოკრატიულმა მოძრაობამაც“ და სხვა პოლიტიკური სუბიექტებმაც კონკრეტულ თემებზე და პრობლემებზე უნდა გააკეთონ აქცენტი. ასევე IRI-ის დირექტორმა ჯონ დიპირომ „დემოკრატიული მოძრაობის“ პარტიას შესთავაზა თანამშრომლობა იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა საარჩევნო სისტემის და გარემოს გაუმჯობესება. ამ მიმართულებით საერთაშორისო ინსტიტუსა და „დემოკრატიულ მოძრაობას“ შორის სამუშო შეხვედრა დაიგეგმა.

ნინო ბურჯანაძემ ჯონ დიპიროს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო, კერძოდ საუბარი შეეხო ყრილობას, რომელიც უახლოეს მომავალში ჩატარდება და პროგრამას, რომელსაც სულ მალე პარტია საზოგადოებას გააცნობს.
FaceBook Twitter Google