ნინო ბურჯანაძე სომხეთის ელჩს რუბენ სადოიანს შეხვდა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს შეხვედრა სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბატონ რუბენ სადოიანთან გაიმართა.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შეხვედრისას ხაზი გაესვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კავკასიაში ორ ქრისტიანულ სახელმწიფოს შორის იყოს კეთილმეზობლური ურთიერთობა. საქართველო და სომხეთი საუკუნეების განმავლობაში ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიურები იყვნენ და ეს უკვე ტრადიციად ქცეული ურთიერთობა მომავალშიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.
ნინო ბურჯანაძის მხრიდან საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყანაში შექმნილ რთულ სიტუაციასა და „დემოკრატიული მოძრაობის“ სამომავლო გეგმებს.
„ შეხვედრის მთავარი მიზანია, გავაცნო ბატონ ელჩს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ჩემეული ხედვა, ასევე გავაცნო ჩემი და ჩემი გუნდის მიზნები და სამომავლო გეგმები. ბატონ ელჩთან საუბრისას აღვნიშნე, რომ „ დემოკრატიული მოძრაობა“ აუცილებლად იბრძოლებს ხელისუფლებაში მოსასვლელად, რათა მოაგვაროს ის პოლიტიკური და სოციალური პრობლემები, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
FaceBook Twitter Google