„დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოსკოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო
„დემოკრატიული მოძრაობა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოსკოვში, „შერემეტიევოს“ აეროპორტში მომხდარი ტრაგედიის გამო. ავიაკატასროფას 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვია. საავარიო დაშვებისას ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან გამოსვლა მგზავრთა ნაწილმა ვერ მოახერხა.
ეს არის უდიდესი ტრაგედია. შემთხვევა, რომელსაც ათეულობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ყველანი ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი კატასტროფები მაქსიმალურად იქნება თავიდან აცილებული და ადამიანებს მშვიდად შეეძლებათ დანიშნულების ადგილამდე მგზავრობა.
„დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, გადარჩენილებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებასა და სულის სიმხნევეს უსურვებს.

FaceBook Twitter Google