ნინო ბურჯანაძე კორეის რესპუბლიკის საქმეთა რწმუნებულს კიმ სე ვუნგს შეხვდა
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს კიმ სე ვუნგს „დემოკრატიული მოძრაობის“ ოფისში შეხვდა. ნინო ბურჯანაძემ მას მადლობა გადაუხადა ოფისში სტუმრობისთვის. კიმ სე ვუნგმა საუბრის დასაწყისში გაიხსენა პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ნინო ბურჯანაძის ვიზიტი კორეაში და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ სწორედ ნინო ბურჯანაძის ვიზიტის დროს საფუძველი ჩაეყარა ქართული ეკონომიკის განვითარებისათვის საკმაოდ კარგ იდეებს, რომელიც კორეის რესპუბლიკასთან ერთად უნდა განხორციელებულიყო, რაც ვერ მოხერხდა და რამაც გარკვეუწილად შეაფერხა ორი ქვეყნის თანამშრომლობა.

როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, კიმ სე ვუნგთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო. ნინო ბურჯანაძემ კიმ სე ვუნგს განუმარტა თუ რამდენად მნისვნელოვანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდეს. თავის მხრივ, კორეის რწმუნებულმა აღნიშნა, რომ ის ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმიდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და განაცხადა, რომ მიესალმება ყველა იმ პროცესს, რაც საქართველოში პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ წინსვლას და ქვეყნის წარმატებას ხელს შეუწყობს.
FaceBook Twitter Google