დემოკრატიული მოძრაობა“ მეორე მსოფლიო ომის ყველა მონაწილეს და სრულიად საქართველოს მოსახლეობას ულოცავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს - 9 მაისს.

ამ გამარჯვების მიღწევაში ჩვენმა ქვეყანამ უდიდესი წვლილი შეიტანა და მსხვერპლი გაიღო. ასიათასობით ჩვენი თანამემამულე იბრძოდა და მათგან სამას ათასზე მეტმა სიცოცხლე შესწირა, რათა საკუთარი სამშობლო და მსოფლიო ფაშისტური რეჟიმისგან გადაერჩინა.


9 მაისი მეორე მსოფლიო ომის თითოეული ვეტერანისათვის უდიდესი ზეიმია.
ჩვენ, „დემოკრატიული მოძრაობა“ ვაფასებთ თქვენს თავგანწირვას და უდიდეს ღვაწლს ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე, გილოცავთ დღევანდელ დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას. გვჯერა, რომ შთამომავლობა არ დაივიწყებს თქვენს ღვაწლს და ახალი თაობები ისწავლიან მე-2 მსოფლიო ომის გმირების დაფასებას.

 

FaceBook Twitter Google