„დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადება
„დემოკრატიული მოძრაობის“ პრესამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გუბაზ სანიკიძე პარტიის ლიდერს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა.
შეხვედრისას მათ გამოთქვეს თავიანთი შეხედულებები მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და შეთანხმდნენ, რომ გუბაზ სანიკიძე პოლიტიკურ საქმიანობას დამოუკიდებლად გააგრძელებს.
შეხვედრის დასასრულს ნინო ბურჯანაძემ და გუბაზ სანიკიძემ ერთმანეთს წარმატება უსურვეს.

FaceBook Twitter Google