ნინო ბურჯანაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის დროებითი მოვალეობის შემსრულებელს ირჟი პრესლიკს შეხვდა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე შეხვედრებს აგრძელებს საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ელჩებთან. ამჯერად, პარტიის ლიდერი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის დროებითი მოვალეობის შემსრულებელს ირჟი პრესლიკს შეხვდა.
როგორც პარტიის ლიდერი აცხადებს, შეხვედრების მთავარი მიზანია ელჩებს დეტალურად მიაწოდოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაცია.

ნინო ბურჯანაძემ ირჟი პრესლიკს „დემოკრატიული მოძრაობის“ სამომავლო გეგმები გააცნო და განუმარტა, რომ მისი გუნდი იბრძოლებს ხელისუფლებაში მოსვლისთვის,
რათა მოაგვაროს ყველა ის ეკონომიკური სოციალური პრობლემა, რაც დღეს საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. ასევე საუბარი შეეხო ქვეყნის საგარეო მიმართულებასაც, ნინო ბურჯანაძემ და ირჟი პრესლიკმა ისაუბრეს თუ როგორ შეიძლება ჩეხეთის რესპულიკასთან ურთიერთობის გაღრმავება. შეხვედრისას ნინო ბურჯანაძემ ყურადღება გაამახვილა 2020 წლის არჩევნებზე, არსებულ საარჩევნო სისტემაზე და არჩევნების ჩატარების არაჯანსაღ გარემოებებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა ირჟი პრესლიკმა განაცხადა, რომ ის დიდი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ხაზი გაუსვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიის ხარისხის ამაღლება საქართველოში და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.
FaceBook Twitter Google