17 მაისთან დაკავშირებით „დემოკრატიული მოძრაობა“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე და მოძრაობის პოლიტიკური გუნდი მოსახლეობას მიმართავს თხოვნით და მოუწოდებს ყველას ვინც თავს თვლის ეროვნული ღირსების მატარებელ ადამიანად, მონაწილეობა მიიღოს 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობაში და ხმამაღლა დააფიქსიროს ოჯახის სიწმინდის დასაცავად, დღეს ესოდენ საჭირო მზაობა.
მისი უწმინდესობის ამ ინიციატივის გარშემო დარაზმვა არის ყველაზე სწორი გზა, თავიდან ავიცილოთ ის დაპირისპირება, რომლის პროვოცირებას საქართველოს უამრავი არა კეთილმოსურნე ცდილობს.
ეროვნული ღირებულებების გარშემო გაერთიანება, არის ერთადერთი და ყველაზე ეფექტური საშუალება, არ დავუშვათ უზარმაზარი ფინანსური რესურსით დაგეგმილი პროვოკაციები.
ტრადიციული ოჯახი არის უმთავრესი და უალტერნატივო ღირებულება, რომელზეცაა დამოკიდებული ქვეყნის განვითარებაც, გამრავლებაც და კეთილდღეობაც.
მხოლოდ ტრადიციული ოჯახებისგან შეიძლება შედგებოდეს ძლიერი საქართველო!

FaceBook Twitter Google