ნინო ბურჯანაძე ყაზახეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს ბაურჟან მუხამეჯანოვს შეხვდა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბაურჟან მუხამეჯანოვს შეხვდა.
როგორც ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, შეხვედრა თბილ და საქმიან გარემოში წარიმართა. საუბრის დასაწყისშივე ხაზი გაესვა საქართველოსა და ყაზახეთს შორის არსებულ კეთილგანწობას და ქვეყნებს შორის განსაკუთღებულ დამოკიდებულებას.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ბატონ ელჩს სთხოვა, შესაძლებლობის შემთხვევაში წარმატებები და კეთილი სურვილები გადაეცა ყაზახეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტისთვის ნურსულთან ნაზარბაევისათვის, ვინაიდან როგორც ნინო ბურჯანაძემ განმარტა, მას საკმაოდ ხანგრძლივი და კარგი ურთიერთობა აკავშირებს ბატონ ნაზარბაევთან. ასევე ნინო ბურჯანაძემ წარმატებები უსურვა მის ქალიშვილს დარიგა ნაზარბაევას, რომელიც ყაზახეთის სენატის სპიკერად იქნა არჩეული.

ნინო ბურჯანაძემ ასევე ისაუბრა ყაზახეთის რესპუბლიკის ახალ პრეზიდენტზე კასიმ-ჟომარტ ტოკაევზე, რომელსაც ასევე კარგად იცნობს ჯერ კიდევ პარლამენტის თავმჯდომარეობის დროიდან. ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დღეს ყაზახეთის რესპუბლიკა ახალი გამოწვევების წინაშე დგას და ახალ პრეზიდენტს წარმატებებს უსურვებს ქვეყნის აღმშენებლობის გზაზე.

ნინო ბურჯანაძისა და ბაურჟან მუხამეჯანოვის საუბარის მეორე ნაწილი საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებას შეეხო. მათ ისაუბრეს თუ რამდენად დიდია იმის პოტენციალი, რომ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობა გაძლიერდეს. ნინო ბურჯანაძემ გულისტკივილით გაიხსენა რამდენიმე მნიშვნელოვანი იდეა, რომელსაც წლების წინ ჩაეყარა საფუძველი და რომელსაც შეეძლო საქართველოს ეკონომიკის აღორძინება ჯერ კიდევ განუხორციელებელი დარჩა.

ბუნებრივია, საუბარი შეეხო პოლიტიკურ საკითხებსაც, ნინო ბურჯანაძემ ბატონ ელჩს „დემოკრატიული მოძრაობის“ გეგმები გააცნო, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარტია გეგმავს დელეგატთა ყრილობის ჩატარებას, სადაც სხვა ელჩებთან ერთად მიწვეული იქნება ყაზახეთის


FaceBook Twitter Google