ნინო ბურჯანაძე: „პანკისის მოსახლეობის მხრიდან ჩვენ დღესაც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მიდგომა ვიხილეთ“
„არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებ და არ ვახალისებ ამ ფაქტს, მაგრამ ემოციის ქვეშ რომ ადამიანი იტყვის ავაფეთქებ და პასუხს ვაგებინებ ვინც ჩემი შვილი ლოგინში მომიკლაო, გიკვირთ?! ჩვენ ხომ დედები ვარ და მშობლები“. - ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანძე პანკისის ხეობაში შეკრებილ ხალხს, რომელმაც განაცხადა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მარტო არ არის და მისდამი მხარდაჭერა არ შესუსტებულა.

„როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოება კიდევ კარგად ვერ აცნობიერებს თუ რამხელა ტრაგედია დატრიალდა მაჩალიკაშვილების ოჯახში. ნებისმიერი ოჯახისთვის შვილი დაკარგვა არის უდიდესი უბედურება, მაგრამ ალბათ კიდევ უფრო მწარე ტრაგედიაა, როდესაც სახლში, საკუთარ საწოლშში მძინარე 18 წლის შვილს უკლავენ ადამიანს. შემდეგ მას ტერორიზმს დააბრალებენ, თუმცა სამართადამცავი ორგანოები ამას ვერ დაამტკიცებენ. წარმოუდგენელია იყო თავშეკავებული, როდესაც შვილს შეცდომით გიკლავენ. მე მოვუსმინე მალხაზ მაჩალიკაშვილზე სუსის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს. ვერ ვიტყვი ავთენტურია თუ არა, თუმცა რამოდენიმე თვის წინ ბატონმა მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ ხანდახან სურვილი აქვს, მივიდეს სუს-ში და შური იძიოს მათზე, მაგრამ საკუთარ თავში პოულობს ძალას, რათა მისი შურისძიების მსხვერპლი უდანაშაულო ადამიანებიც არ აღმოჩნდნენ. ყოველივე აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ რაც სუსმა გამოაქვეყნა მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ ემოციის ფონზე იყო ნათქვამი. მაგრამ თუ ეს მხოლოდ ემოცია არ არის და მაჩალიკაშვილი მართლა გეგმავდა ტერაქტს, რატომ არ არის მაშინ იგი დაკავებული?! თუ იციან , რომ ეს კაცი დამნაშავე იყო რატომ დადის იგი ქუჩაში?! იქნება დღეს მე და თქვენ


FaceBook Twitter Google