ნინო ბურჯანაძე ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა.
როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ის პირველად შეხვდა ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინგრიდა ლევრენცის. მიუხედავად ამისა, შეხვედრა ძალიან საინტერესო და მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა.
საუბრის დასაწყისშივე ხაზი გაესვა ლატვიის რესპუბლიკის საქართველოს სახელმწიფოსადმი დიდიხნის კეთილგანწობას და მეგობრობას, რომელიც ყოველთვის იგრძნობოდა. ქალბატონ ელჩთან საუბრისას ნინო ბურჯანაძემ ლატვიის პოლიტიკური ცხოვრებიდან რამდენიმე ფაქტი გაიხსენა, რაც სამაგალითო უნდა იყოს საქართველოში დემოკრატიის გასავითარებლად.
ინგრიდა ლევრენცი დაინტერესდა, თუ რა გეგმები ჰქონდა „დემოკრატიულ მოძრაობას“ და რას ფიქრობდა პარტიის ლიდერი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.
ნინო ბურჯანაძემ ლატვიის ელჩს პარტიის სამომავლო გეგმები გააცნო და ამასთანავე გაუზიარა თავისი შეხედულება არსებული საარჩევნო სისტემის მანკიერ მხარეებზე, ქვეყანაში არსებული დემოკრატიის დაბალ ხარისხზე და ერთპარტიულ მმართველობაზე. ნინო ბურჯანაძემ ლატვიის ელჩს განუცხადა ის და მისი გუნდი იბრძოლებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის, რაზეც ქალბატონმა ელჩმა უპასუხა რომ განსაკუთრებული ინტერესითა და ყურადღებით დააკვირდება ნინო ბურჯანაძისა და მისი გუნდის პოლიტიკურ აქტივობებს და სხვა პოლიტიკურ მოვლენებს, რაზეც „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.
FaceBook Twitter Google