ნინო ბურჯანაძე ანტონიო ენრკიო ბარტოლის შეხვდა
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანტონიო ენრიკო ბარტოლის შეხვდა. საუბრის დასაწყისშივე ხაზი გაესვა მათ შორის არსებულ დიდი ხნის ნაცნობობას და საქმიან ურთიერთობას. ამჯერად შეხვედრის მიზანი საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესების შეფასება და „დემოკრატიული მოძრაობის“ სამომავლო გეგმების გაცნობა იყო.
თუმცა თავდაპირველად, ნინო ბურჯანაძემ რამდენიმე მწვავე საკითხი გამოყო, რაც სახელმწიფოს განვითარებას და სტაბილურობის შენარჩუნმებას ხელს უშლის. ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა პანკისის მოვლენებზე, ხეობაში არსებულ მოსალოდნენ დესტაბილიზაციაზე, მალხაზ მაჩალიკაშვილის ტრაგედიაზე, ასევე დავით გარეჯის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟზე. როგორც მან განმარტა აღნიშნული თემები, ქვეყნის უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თავის მხრივ ანტონიო ენრიკო ბარტოლიმ აღნიშნა, რომ ის დიდი ხანია რაც საქართველოში მოღვაწეობს, ძალიან უყვარს საქართველო და პატივს ცემს ქართველ ერს, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს, ამიტომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქვეყანამ აღმშენებლობისა და სტაბილურობის გზას არ გადაუხვიოს. „დემოკრატიულმა მოძრაობის“ ლიდერმა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პარტიის გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება თუ კი მისი მეგობარი ანტონიო ენრიკო ბარტოლი პარტიის ყრილობაზე მიპატიჟებას დათანხმდება. იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ყრილობასთან დაკავშირებით, დიდი ინტერესი გამოხატა და აღნიშნა, რომ ის მხოლოდ მიესალმება ნინო ბურჯანაძის პარტიის გაძლიერებას და მის პოლიტიკურ აქტიურობას, რადგან დარწმუნებულია, რომ პლურალიზმი ქვეყნის განვითარების ერთერთი სწორი გზაა
FaceBook Twitter Google