გიორგი ახვლედიანი: ,,ილია ჭავჭავაძეზე დიდი ლიბერალი არცერთი არ ხართ"
,,პატრიარქის მიერ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადება არის საზოგადოების უამრავი პროვოკაციისგან თავის არიდება და დაცვა." - ასე ეხმაურება ,,დემოკრატიული მოძრაობის" ერთერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ოჯახის სიწმინდის დღეს.
მისი განცხადებით, იყო ლიბერალი და დემოკრატი არ ნიშნავს ეროვნულ ღირსებაზე და ტრადიციებზე უარის თქმას.
,,ილია ჭავჭავაძეზე დიდი ლიბერალი არცერთი არ ხართ. ეროვნული ღირებულებების გარშემო გაერთიანება, არის ერთადერთი და ყველაზე ეფექტური საშუალება, არ დავუშვათ უზარმაზარი ფინანსური რესურსით დაგეგმილი პროვოკაციები.
ტრადიციული ოჯახი არის უმთავრესი და უალტერნატივო ღირებულება, რომელზეცაა დამოკიდებული ქვეყნის განვითარებაც, გამრავლებაც და კეთილდღეობაც.
მხოლოდ ტრადიციული ოჯახებისგან შეიძლება შედგებოდეს ძლიერი საქართველო!
მისი უწმინდესობის ამ ინიციატივის გარშემო დარაზმვა არის ყველაზე სწორი გზა, თავიდან ავიცილოთ ის დაპირისპირება, რომლის პროვოცირებას საქართველოს უამრავი არა კეთილმოსურნე ცდილობს". -აცხადებს გიორგი ახვლედიანი.
FaceBook Twitter Google