ნინო ბურჯანაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰანეს დუმას შეხვდა
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იოჰანეს დუმას პარტიის ოფისში შეხვდა. პარტიის ლიდერმა სტუმარს მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის და პარტიის გეგმებისადმი ინტერესის გამოხატვისთვის.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს. ნიდერლანდების სამეფოს ელჩი დაინტერესდა, თუ რა პოლიტიკური გეგმები ჰქონდა ნინო ბურჯანაძეს და როგორ აფასებდა ის არსებულ ვითარებას.
ნინო ბურჯანაძემ იოჰანეს დუმას „დემოკრატიული მოძრაობის“ როგორც მოქმედი, ასევე სამომავლო გეგმები გააცნო და განუმარტა, რომ მისი გუნდი იბრძოლებს ხელისუფლებაში მოსვლისთვის, რათა მოაგვაროს ყველა ის ეკონომიკური და სოციალური პრობლემა, რაც დღეს საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. პარტიის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა, რომ ქვეყანაში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს. ნიდერლანდების ელჩმა დაადასტურა რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში იყოს სტაბილურობა და სტაბილურობისთვის კი აუცილებელი პირობაა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

FaceBook Twitter Google