ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას და ოპოზიციას მოუწოდებს, არ დაუშვან დესტაბილიზაცი

 

დღევანდელ არჩევნებთან დაკავშირებით, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
„დღეს, მთელი საქართველო დაძაბული ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც იმ რაიონებში და ქალაქებში ვითარდება, სადაც არჩევნები ტარდება. განსაკუთრებული შეშფოთების საგანი დღეს არის ზუგდიდი. მთელი წინასაარჩევნო პერიოდი ნათელი დასტური იყო იმისა, რომ საქართველო ვერ ეღირსა ნორმალურ საარჩევნო პერიოდს, ნორმალურ საარჩევნო გარემოს და ვერ ეღირსა, რომ არჩევნები იყოს რეალური პოლიტიკური შეჯიბრი და არა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა.
იმისთვის, რომ ვითარება სტაბილურობის ჩარჩოებს არ გაცდეს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. თუმცა ნაწილობრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ასევე ოპოზიციის ლიდერებს და თითოეულ მოქალაქეს. მსურს საგანგებოდ მოვუწოდო ამომრჩევლებს, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, არ დაუშვათ პროვოკაცია და დაპირისპირება, რადგან არავინ იცის ვითარების უმნიშვნელო გამწვავებამაც კი რა საფრთხის წინაშე დააყენებს სახელმწიფიფო ინტერესებს. სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ მაქსიმალური სიმშვიდისკენ და თავშეკავებისკენ.
როგორი განსხვავებული არ უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური ხედვები, რა პრეტენზიებიც არ უნდა გვქონდეს ერთმანეთთან, გვახსოვდეს - სამშობლო ყველას ერთი გვაქვს და არავის ეპატიება ქვეყნის სტაბილურობის საფრთხის ქვეშ დაყენება“. - ნათქვამია ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.

 

FaceBook Twitter Google